“ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას!“ – ლევან ხაბეიშვილი

“მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზო სა­ნა­ხა­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა – ჩემი გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა ნიკა მე­ლი­ას!“ – ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერ­ზე, ნიკა მე­ლი­ა­ზე თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.
“მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზო სა­ნა­ხა­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა. ნიკა მე­ლი­ას თავს რომ და­ესხნენ, ამით სამ­ტრე­დი­ე­ლებს ხვა­ლი­დან ხელ­ფა­სი და შე­მო­სა­ვა­ლი მო­ე­მა­ტე­ბათ, თუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა?! რამე გა­ი­აფ­დე­ბა და შე­ღა­ვა­თი მი­ე­ცე­მა ხალ­ხს?!
ცხა­დია პა­სუ­ხი არის – არა! უბ­რა­ლოდ სხვა რა­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ შე­უძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც მმარ­თვე­ლო­ბის 12 წელი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა!
არ მოგ­ბეზ­რდათ ეს სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა?! არ მოგ­ბეზ­რდათ ძა­ლა­დო­ბა და ასე­თი “შო­უ­ე­ბის” ყუ­რე­ბა?! არ გინ­დათ ხე­ლი­ხელ ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე ვიზ­რუ­ნოთ?! – ცხა­დია ყვე­ლას გვინ­და! ამი­ტომ, 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა შევ­ცვა­ლოთ! ჩემი გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა ნი­კას!” – წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
ცნო­ბის­თვის, ნიკა მე­ლი­ას თავს სამ­ტრე­დი­ა­ში და­ესხნენ. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ნიკა მე­ლია სამ­ტრე­დი­ა­ში ოფი­სის გახ­სნის დროს, მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და. ნიკა მე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)