“ნიკუშა ახლა რომელიღაც შორეულ აზიურ ქვეყანაშია (ჩვენც არ გვეუბნება რომელში) და სწავლობს იქაურ ენას. მანამდე კარგად ისწავლა იაპონური.
სკოლაში სწავლის პარალელურად.თბილისში “ბოლტის“ კურიერად მუშაობდა თითქმის ერთი წელი. აზიაში ხელახლა წასვლის წინ კი 2 თვის განმავლობაში ფეხით მოიარა საქართველო. (მხოლოდ 3-4-ჯერ ისარგებლა ავტოსტოპით)
თავის დროზე ნიკუშა, რომელიც ნიკოლოზობაზე დაიბადა, სამებაში მონათლეს უკრაინის და პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშენკომ და ლეხ კაჩინსკიმ (ოღონდ ლეხმა თავის ნაცვლად, პოლონეთის სეიმის სპიკერი გამოაგზავნა).
მე ძალიან დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან. ვიცი რა მძიმე ტვირთად დააწვა ყველაზე კრიტიკულ ასაკში ჩემი მდგომარეობა. ამავე დროს ზუსტად ვიცი, რომ ძვალრბილში აქვს გამჯდარი საზოგადოებისთვის მსახურება, სხვისთვის დახმარება და ამავე დროს ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს.
დარწმუნებული ვარ, ჩემზე ბევრად მეტს გაუკეთებს საქართველოს და მსოფლიოს. გილოცავ დაბ. დღეს ნიკუშ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.