“ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია, მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი” – რას ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, იმის შესახებ, რომ მას ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ს ჩამოყვანაში.

“დაიტოვეს” ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში.

მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი.

ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები.

კიდევ ერთი – ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა – ეტყობა ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი