,,ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მის გარშემო ატეხილ სკანდალს, რის გამოც მისი ,,რვიანიდან” გარიცხა მოითხოვა თინა ბოკუჩავამ, კიდევ ერთხელ ეხმაურება:
,,ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტით მე ვერ დამაშანტაჟებენ, იმიტომ, რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა 2016 წლიდან მოყოლებული – არა იმიტომ, რომ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, არამედ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე. დინამიკას თუ შევხედავთ, 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე, ვინ განულდა ვხედავთ ხომ?!
არ ვიცი საიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას. ერთი ჩათია, სადაც ერთად ვართ და იმ ჩათიდან თავი თვითონ გაირიცხეს, ანუ ჩემს გარიცხვას გეგმავდნენ და თავები გაირიცხეს, ამიტომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის რა ქნეს, რა მანევრი ჩაატარეს. ჩემი ამომრჩეველი მაძლევს წონას და არა სააკაშვილი, თიკა ბოკუჩავასგან განსხვავებით”
