ჩემი აზრით, საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე მისაწვევად, საკმარისი საფუძველი არსებობს – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ საქართველო ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე მიწვევას მიიღებს.
“რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი,” – განაცხადა ხავიერ კოლომინამ თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნატოს სამიტს ვაშინგტონი 2024 წლის ივლისში უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ