“ჩემი აზრით, ის “ოქროს ბურთს” იმსახურებს” – დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

ვინჩენცო რაიოლამ, წარსულში ცნობილი აგენტის, მინო რაიოლას ბიძაშვილმა და პსჟ-ის ამჯამინდელი კარის დარაჯის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა “ლა გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ იმსახურებს დონარუმა 2025 წლის ოქროს ბურთს…
“ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ჩემთვის, ოქროს ბურთსაც იმსახურებს. დემბელემ თავისი გოლებით გუნდს ბევრი შემატა, მაგრამ “ლივერპულთან”, “ასტონ ვილასთან” და “არსენალთან” ჯანლუიჯის მიერ მოგერიებული ბურთების გარეშე “პარი სენ-ჟერმენი’ ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებდა”, – განაცხადა რაიოლამ.
დონარუმამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ხუთ თამი, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კარი მშრალად შეინახა.
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კი პარიზელთა მიერ მოგებულ ყველა შეხვედრაშიც იმავეს გაკეთება შეძლო. თუ ყველა შეჯიბრს ერთად ავიღებთ, ბოლო 7 თამაშში ჯანლუიჯიმ გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვა. წინ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, რომელიც 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
· მალხაზ ჯობავა მივცეთ დონარუმას ეს ჯილდო, თუარადა, დემბელესა და დონარუმას შორის, არიოლ-რეშკა გაათამაშოს მარჩენიაკმა. ან კიდე ბოლობოლო ფინალის მსაჯმა, ფინალის მერე.
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
“ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს” – დონარუმას აგენტი გამოექომაგა
პსჟ შეთავაზებას აყოვნებს – დონარუმა ზაფხულში გუნდს შეიცვლის?
დონარუმას ძვირფასი საჩუქარი გულშემატკივარს – რა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პსჟ-ის მეკარემ [VIDEO]
შეთანხმებასთან ახლოს – დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
“ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა” – დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა