„ჩემი აზრით ეს ორნი რომ გაერთიანდნენ მშვენიერი პარტია გამოუვიდოდათ“ – ნინო ჯანგირაშვილი

მიხეილ სააკაშვილი
“შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის.“

„ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს. არსებობს ინფორმაციები, შესაძლოა ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და შესაძლოა, უამრავი პრობლემა იყოს. ამდენად, ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა და იმედი მაქვს, ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს. აუცილებელია ეს დარეგულირდეს, დაშვებული იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცი, ბევრია მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ სუროგაციის მეთოდს მიმართავენ. რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით