“ჩემთვის ყველაზე საშინელი და ამაზრზენი სიტყვაა – დაწყნარდი” – რეზო კიკნაძე

პროევროპული აქციებისას დაკავებული, სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე:
ჩემთვის ყველაზე საშინელი და ამაზრზენი სიტყვაა – დაწყნარდი. ყოველთვის მშვიდი და უემოციო ადამიანი ადამიანი არ არის. ადამიანს, რომელსაც არაფერზე აუტოკდება ნერვი, არის უბრალოდ გამორეცხილი არსება. ჩვენ ადამიანები იმიტომაც გვქვია, რომ ემოციების გამოხატვა შეგვიძლია და გიჟად შერაცხო ამისთვის ვიღაც, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისგან გადაგდებული მორიგი პასი, რომელითაც გოლი მაინც ვერ გავა, იმიტომ რომ თამაშგარეში ხართ და დიდი დრო აღარ დაგრჩენიათ. გიჟები და არანორმალურები თავადვე ხართ, დორბლი რომ ჩამოგდით დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის ბღავილით. ნუ იქნებით რობოტები. იყავით ადამიანები.
04.08.2025