ჩემთვის სამართალდამცავ ინსტიტუციაზე თავდასხმა არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასება – შინაგან საქმეთა მინისტრი

ჩემთვის სამართალდამცავ ინსტიტუციაზე თავდასხმა არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასება, – განაცხადა შს მინისტრმა გეკა გელაძემ.
„ამ [სამართალდამცავ] ინსტიტუციაზე თავდასხმა, ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობრივი ქმედება, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასებბა“, – აღნიშნა გელაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის