ჩემთვის ისე ჩანს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება, მას აქვს ეგო და კამპანიის შეწყვეტა არ სურს – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება. ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა.
„ჩემთვის ისე ჩანს, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება. მას აქვს ეგო და მას კამპანიის შეწყვეტა არ სურს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენისთვის რთული იქნება საპრეზიდენტო რბოლიდან იმ ფონზე გამოთიშვა, როდესაც დემოკრატების ნაწილი მას ამისკენ მოუწოდებს.
„მისთვის რბოლიდან ასე გამოთიშვა რთული იქნება, როდესაც მას ამას აიძულებენ“, – თქვა ტრამპმა.
მანამდე, ტრამპმა გამოთქვამდა ვარაუდი, რომ თუ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას გამოეთიშება, მაშინ დემოკრატები პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაასახელებენ.