ჩემთვის არ არსებობს მოწინააღმდეგე, ივანიშვილის გარდა, გამომიყენეთ, ვიდრე გარეთ ვარ – ლევან ხაბეიშვილი

უნდა ვმობილიზდეთ და დავამხოთ, არ უნდა დავიღალოთ, -ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაებიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლება ნიჰილიზმზე დგას და “თუ ამ რუბიკონს გადავლახავთ, წავლეკავთ ბიძინა ივანიშვილს.“
უნდა ვმობილიზდეთ და დავამხოთ, არ უნდა დავიღალოთ. ახლა რაზე დგას ხელისუფლება, ნიჰილიზმზე-მაინც არაფერი გამოვა, დაგვაჯარიმებენ, დაგვიჭერენ, თუ ამ რუბიკონს გადავლახავთ, წავლეკავთ ბიძინა ივანიშვილს. მოგვიწევს ამ კაცის არა არჩევნების გზით, არამედ ხალხის ძალით გაშვება.
მინდა, ყველას მივმართო, ყველამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩემთვის არ არსებობს მოწინააღმდეგე, ბიძინა ივანიშვილის გარდა,ჩემთვის არ არსებობს მოწინააღმდეგე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, მე მზად ვარ ყველას მოვეფერო, გამომიყენეთ, ვიდრე გარეთ ვარ, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას