“ჩემზე მორალურუად ძალადობდა, ჩემს სოციალურ ქსელში შევიდა და ეს გააკეთა…” – იკარდიმ ვანდა ნარას შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

“გალათასარაის” ფორვარდ მაურო იკარდისა და მის ყოფილ მეუღლე ვანდა ნარას ურთიერთბაზე სკანდალები წყვილის გაშორების შემდეგაც არ წყდება.
მოგეხსენებათ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ფეხბურთელმა კი თურქულ მედიასთან საუბარში ყოფილ ცოლზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
იკარდი ნარას მორალურ ძალადობაში და ფინანსური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს.
“ვანდა წლების განმავლობაში ჩემზე მორალურად ძალადობდა, რამაც ბევრი ფინანსური პრობლემა შემიქმნა. ის ჩემს სოციალურ ქსელში შევიდა და თანაგუნდელებს მისწერა, რის გამოც გუნდში პრობლემები მქონდა”, – თქვა იკარდიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში