ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსი” “ასტონ ვილას” ფორვარდის ჯონ დურანის დამატებას აპირებს.
ლონდონელები იანვარში ალბანელი თავდამსხმელის არმანდო ბროიას იჯარით გაშვებას ან გაყიდვას აპირებენ და კოლუმბიელის ტრანსფერს ამ შემთხვევაში განახორციელებენ.
დურანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
