“ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს

“ჩელსისა” და “ვესტ ბრომვიჩის” ყოფილი მცველი ნილ კლემენტი ესპანეთში ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 47 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მარბელასა და ფუენხიროლას შორის მდებარე რივიერა დელ სოლის სავაჭრო ცენტრში დააკავეს, მისი სახლიდან კი ნაღდი ფული და ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
კლემენტი “ჩელსის” ღირსებას 1996/2000 წლებში, “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას კი 2000/2010 წლებში იცავდა.
დაკავების შემდეგ იგი სასამართლოს წინაშე წარდგა და გამოძიების დასრულებამდე გირაოთი გაათავისუფლეს. პოლიციამ ერთ კილოგრამზე მეტი უკანონო ნივთიერება ამოიღო. ოპერაცია საეჭვო საქმიანობის შესახებ მაცხოვრებლების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე ჩატარდა.