“ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ” – ლონდონი, საქართველოს საელჩოს შენობა

ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ქართველმა ემიგრანტებმა იმ პირების ფოტოები გამოაკრეს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ:
“არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს.
ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატები ლონდონში საელჩოს წინ.
თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ.
მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ.
კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის, სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა.” წერს ფეისბუქზე დავით ჯინჭარაძე და დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოუწოდებს, “გამოვიდნენ მონობიდან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი