“ჩელსიმ” პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა

პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსი” “ევერტონთან” 0:3 დამარცხდა და პრემიერლიგის მოგების შანსი ოფიციალურად დაკარგა.
მასპინძლებმა ბეტუს დუბლითა და ნდიაიეს გოლით გაიმარჯვეს.
“ჩელსი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს და პრემიერლიგის ლიდერ “არსენალს” 22 ქულით ჩამორჩება.
ბოლოს “არისტოკრატებმა” პრემიერლიგის მოგება 2017 წელს, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით შეძლეს.