“ჩელსიმ” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“არისტოკრატებმა” პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩი მოიგეს და თითქოს არგენტინელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, “ჩელსიმ” პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა, ამიტომ “ლურჯების” ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
პოჩეტინომ “ჩელსი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა და კლუბთან 2 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა.