“ჩელსიმ” პოჩეტინოს შემცვლელი შეარჩია

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს “ჩელსი” მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, გაათავისუფლებს. “არისტოკრატები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ და გულშემატკივრები არგენტინელის გადაყენებას ითხოვენ.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, “ჩელსის” ხელმძღვანელები პოჩეტინოს შემცვლელად რობერტო დე ძერბისა (ბრაიტონი) და რუბენ ამორიმს (სპორტინგი) განიხილავენ.
წყაროს ცნობით, ლონდონელები უპირატესობას “თოლიების” მწვრთნელს ანიჭებენ, რომელსაც პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, დე ძერბის საკუთარ რიგებში ხილვა “ბარსელონასაც” სურს, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ჩაბარებასთან ახლოს ჰანსი ფლიკია.