ჩელენჯ თასი | “შავი ლომი” უელსში დანაკლისით ჩავიდა

“შავი ლომი” დღეს, გამთენიისას, უელსში გაემგზავრა, სადაც ჩელენჯ თასის მეორე ტურში ადგილობრივ “სქარლეთს” ერკინება.
შეხვედრა ჰლანეჰლიში პარასკევს ღამით, 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე Parc y Scarlets-ზე დაიწყება.
9 დეკემბერს „მიხეილ მესხზე“ ინგლისურ “გლოსთერთან” გადატანილი მძიმე მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში დანაკლისია. დაშავდნენ და მომავალ თამაშს ტოვებენ შუამარბი გიორგი კვესელაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი.
მგზავრობის შემდეგ მორაგბეები დაისვენებენ, ხვალ მსუბუქი ვარჯიში ექნებათ, “სქარლეთსთან” თამაშამდე 24 საათით ადრე კი სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დასახელდება.
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში