ჩახალიანის სომხეთში დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილი იმეორებს, რომ ის „გრუს აგენტი“ იყო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ეხმაურება სომხეთში „ჯავახკისა“ და „სომხური ღირებულებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში დაპატიმრებული ვაჰაგნ ჩახალიანის დაპატიმრებას.
„ჩახალიანი სომხურ საქმეს არ აკეთებდა არც საქართველოში და არც სომხეთში. ის იყო გრუს დავერბოვკებული აგენტი ახალქალაქის ბაზაზე. ოცნებამაც რუსული საქმე გააკეთა მისი ციხიდან გამოშვებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.
ამას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი 2013 წელსაც, როდესაც ჩახალიანმა საპატიმრო ამნისტიის კანონის მიღების შედეგად დატოვა.
· სომხეთში ჩახალიანი, – რომელიც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ს წინააღმდეგ იბრძვის, – 4 ივლისს დააკავეს;
· ის დაკავებულია მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერებისა და მონაწილეების მიერ „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების მითვისების“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
· მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი.
ჩახალიანი საქართველოში
ვაჰაგნ ხალიანი საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ორგანიზაცია „ჯავახკის“ თავმჯდომარე. მას ხშირად მოიხსენიებდნენ მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის მომხრედ.
2009 წლის აპრილში, საქართველოს სასამართლომ ჩახალიანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით გათვალისწინებული ბრალდებების ერთობლიობაში, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების უკანონოდ ჩატარებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
2013 წელს მან საპატიმრო დატოვა ამნისტიის საფუძველზე.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩახალიანს ციხის დატოვების შემდეგ „ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი“ უწოდა.
მას ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
ის ჩახალიანს უწოდებდა „ს სპეცსამსახურების პირდაპირ რეზიდენტს“, რომელმაც „დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია, ქართული უნივერსიტეტი და ქართული პოლიცია ახალქალაქში და ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში, ისე რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან“.
2013 წლის ოქტომბერში, სააკაშვილსა და ჩახალიანს შორის ახალქალაქში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„წადი მიშა თურქეთში“, – სააკაშვილის მიერ მისი აგენტობაში დადანაშაულების შემდეგ, ამ შეძახილებით დატოვა ჩახალიანმა მიმდებარე ტერიტორია.
„მე არ განვსაზღვრავ“ – ივანიშვილი
თავად ვაჰაგნ ჩახალიანი უარყოფდა „სეპარატიზმში“ დადანაშაულებას და თავს პოლიტიკური მოტივით მსჯავრდებულად მიიჩნევდა.
· „თუ მე რუსეთის აგენტი ვიყავი, თუ მართლა ჰქონდათ ამათ ერთი მეათასედი ეჭვი, რატომ გამასამართლეს სხვა მუხლით“? – უთხრა ჩახალიანმა ს „მეცხრე არხს“ 2013 წელს;
· „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებდა: „ამნისტიის კანონში, რომლითაც 5000 კაცი გამოდის უკვე ბოლო დათვლებით, რა უნდა ჩაგვეწერა, რომ „შეეხოს ყველას, გარდა ვაჰაგან ჩახალიანისა“? არასერიოზული მიდგომაა“.
· „მე არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას და არც დაჭერას… მე არ ვწყვეტ ასეთ საკითხებს, დამიჯერეთ. დამიჯერეთ, რომ ის ვერტიკალი, რაც არსებობდა საქართველოში, რომ ერთი კაცი წყვეტდა საქართველოში, ეს აღარ იქნება“, – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
ჩახალიანი სომხეთში
პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ ის სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად.
მონაწილეობას იღებდა 2016 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ოთხდიან და ასევე 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში – მოხალისედ.
2020 წლის შემოდგომაზე ომის მიმდინარეობისას გავრცელდა ცნობა მისი დაღუპვის შესახებ, რაც არ დადასტურდა.
2020 წლის 10 ნოემბერს ის შეიჭრა სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში, – რომელიც უკმაყოფილო ბრბომ ძალის გამოყენებით დაიკავა მალევე მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა აზერბაიჯანთან და რუსეთთან სამმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი – რაც ოპოზიციამ „კაპიტულაციად“ შერაცხა.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) ეზოში შეკრებილებს შორის ჩახალიანი აქტიურობით გამოირჩეოდა.
მოგვიანებით ის პარლამენტში შეჭრის გამო დააკავეს კიდეც, თუმცა საპატიმრო მალევე დატოვა.
გარდა ამისა, 2020 წელს ის ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ფაშინიანის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებისას.
ომის დასრულების შემდეგ მან სომხეთში განაგრძო ოპოზიციური საქმიანობა.
ჩახალიანისზე აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის, აგრესიული ომის წარმოებისა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობების“ ბრალდებით.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ჩახალიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო 2019 წლის ბოლოს, რის შემდეგაც მას საქართველომ 2020 წლის დასაწყისში გაუუქმა საქართველოს მოქალაქეობა.