ჩაჩუა, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდა და ინტერესი ქართველ გულშემატკივრებში…

“ვერონა”-“ნაპოლის” (3:0) მატჩში ჯექსონ ჩაჩუა ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა, მან ს ხელსაყრელი პოზიციიდან არ გაატანინა, მანამდე კი ქართველის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააფრთხილეს. ჩვენებური ჟღერადობის მქონე გვარის გამო, ჩაჩუამ ინტერესი პირველად მაშინ გამოიწვია, როცა “კვარამ” მათ დუბლი შეუსრულა.
ჩაჩუა მარჯვენა მცველადა და ნახევარმცველად ასპარეზობს. 22 წლის (სექტემბერში 23-ის ხდება) ჯექსონი (180 სმ სიმაღლის) კარიერას ლიეჟის “სტანდარტში” იწყებდა, რასაც “ლოუვენი” და “შარლერუა” მოჰყვა. ჩაჩუა “ვერონაში” ერთწლიანი იჯარით 2023 წლის 31 აგვისტოს ჩაირიცხა, შემდეგ კი 3 მილიონ ევროდ 2027 წლამდე გამოისყიდეს. გასულ სეზონში
26 მატჩი იასპარეზა და ორი საგოლე პასი ჰქონდა.
ჩაჩუა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მიმდინარე წლის 8 ივნისს კი დებიუტი ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა, კაპო ვერდესა და ანგოლასათან ვნახეთ. ნეაპოლელი ზამბო ანგისა მისი თანაგუნდელია, ისევე როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ონანა.