ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩაქვი-ს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქ ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.
მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილი გვირაბთან გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია