საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) წევრების, ლაშა გელაშვილისა და გიორგი გობრონიძის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათი ჩაფხუტები დანომრილია. ეს განცხადებები სპეცრაზმელება თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 8 და 11-პირიანი საქმეების სხდომებზე მოწმედ დაკითხვისას გააკეთეს.
როგორც გელაშვილმა და გობრონიძემ თქვეს, მათ ჩაფხუტებზე საიდენტიფიკაციო ნომრებია მითითებული, ოღონდ – შიდა მხარეს.
საია-ში აცხადებენ, გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაცია სეროზული გამოწვევაა საქართველოში. მათ მიერ კანონის დარღვევის, მით უფრო – მოქალაქეებზე ძაალდობის შემთხვევბში მათი ამოცნობა და შესაბამისად, პასუხისგებაში მისცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციაბი წლებია მოუწოდებე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სპეცრაზმელთა აღჟჭურვილობას დაამაგრონ ისეთი მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც მოქალაქისთვუს ხილვადი იქნება. საია-ს განცხადებაში აღნიშულია, რომ ეს საკითხი გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარვების საქმის შეფასებისას.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სპეცრაზმელთა იდენტიფიცირების შეუძლებლობას ადასტურებენ როგორც სახალხო დამცველი, ისე სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა თავად გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი საიშმელაშვილმაც. ის, რომ სპეცრაზმელების ერთმანეთისგან გამორჩევა შეუძლებელია, ცხადია იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევების დროსაც.
“სახალხო დამცველის საპრლამენტო ანგარიში, როგორც 2024 წლის გაზაფხულის, ასევე ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას“. სპეცრაზმელების ფორმებზე ამოსაცნობი ნიშნების არარსებობაზე მიუთითებენ აქციაზე დაკავებული ან/და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირები […] აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობა, როგორც პრობლემა დაიდენტიფიცირებული ჰქონდა თავად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომელიც აღნიშნულ გარემოებას იყენებდა მის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგის თვალსაზრისით პოტენციური არაეფექტიანობის, კერძოდ, არასათანადო მოპყრობაში დამნაშავე სპეცრაზმელების იდენტიფიცირების სირთულის ასახსნელად. […] შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსიც, ირაკლი შაიშმელაშვილი, ტვ პირველთან 2024 წლის 28 დეკემბრის ინტერვიუში ადასტურებდა, რომ სპეცრაზმელები სპეციალურ დანომვრას არ ატარებენ: „არავინ არ დაიკითხება, პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლების პირობებში. პირველი, ვერც დააიდენტიფიცირებენ, თვითონ სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ, ვინები არიან. იმიტომ, რომ არ ხდება მათი დაიდენტიფიცირება. არ არის მათი სანომრე ნიშნები, არაფერი. ამასთან, არსებობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის არაერთი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის საპროტესტო აქციებიდან, სადაც სპეცრაზმელები სხვადასხვა რაკურსიდან ჩანს, თუმცა არცერთ შემთხვევაში მათ აღჭურვილობაზე ხილული არ არის რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა”, – აღნიშულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუ დავუშვათ, რომ გდდ-ის წევები ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს ისეთი ფორმით, ზომით, ან ისეთ ადგილას, რომ მათი შემჩნევა მოქალაქისთვის შეუძლებელია, ეს ვერ ჩაითვლება ეფექტიან საშუალებად – “იგი ვერ უზრუნველყოფს დამნაშავე პირების ამოცნობას, რაც სპეცრაზმელთა ფორმებზე მსგავსი ნიშნების დატანის მთავარი მიზანი უნდა იყოს”.
ორგანიზაცია მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 31 დეკემბრის წერილობით განმარტებაზე, რომ “ანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეებზე სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება რაოდენობრივად, კონკრეტული ნომრის მითითების გარეშე”.
საია ყურადღებას ამახვილებს სპეცრაზმელ გიორგი გობრონიძის ნათქვამზე, რომ ის არ არის ე.წ. “ამყვანების ჯგუფში”. ამყვანების ჯგუფს ის უწოდებს შავებში ჩაცმულ ჯგუფს, რომელსაც აღჭურვილობა არ აქვს.
“თუ კი დავუშვებთ, რომ გდდ-ს ზოგიერთი დანაყოფი ატარებს ამომცნობ ნიშნებს, ზოგიერთი კი – არა, გაურკვეველი ხდება, რატომ არ აღუნიშნავთ ეს აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სახალხო დამცველს ან/და შსს-ს და რატომ არ შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს ზემოთ განხილული წერილი.
ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, უცნობია, რას გულისხმობდნენ სასამართლო პროცესზე ბრადების მხარის მოწმეები, როდესაც ჩაფხუტის დანომვრაზე მიუთითებდნენ. კითხივის ნიშნებს აჩენს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მიერ აქამდე გაკეთებულ განმარტებებს”, – აცხადებენ საია-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს გენერლაურ პროკურატურას, როგორც უწყებას, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ დაევალა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით.
