ჩატარდა „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“

თბილისში ჩატარდა საპროტესტო მარში სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“. აქციის მონაწილეები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „პოლიცია კანონს არღვევს”.
ახალი ს მოთხოვნით არ წყდება აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს.
პროევროპულ, მრავალრიცხოვან აქციებზე პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. თუმცა პოლიციამ მხოლოდ ბოლო ორ თვეში სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა

მარი ბიერე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას