ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა

ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა
ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საგამოძიებო მოქმედებებსა და ექსპერიმენტებზე ისაუბრა, რომლებმაც მრავალჯერადი ვერიფიკაციისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა გამორიცხა.
„ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა არაერთი საარჩევნო, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია, ასევე ერთი და იმავე ამომრჩევლის მხრიდან მრავალჯერადი ხმის მიცემა. ასევე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა მარკირების სითხესთან მიმართებაში, რამაც დაადგინა, რომ მარკირების სითხის ქიმიური შემადგენლობა იყო სრულად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან.
საარჩევნო ადმინისტრაცია სთხოვს და მოუწოდებს ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გავიდა ს ჩატარებიდან, თუ აქვთ რაიმე ტიპის დამადასტურებელი მცირედი ფაქტებიც კი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, წარმოადგინონ საგამოძიებო ორგანოში და ბუნებრივია, საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო დასკვნის მოსმენა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს