ჩარტერული რეისების გამოყენების გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.
23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. საუბარია კრიშიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
კარინშმა მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოფიციალურად თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როდესაც სეიმი მისი გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, თუ უცხოელი ჩინოვნიკები ჩარტერული რეისების სამთავრობო ვიზიტებისთვის გამოყენების გამო ტოვებენ თანამდებობებს, ქართველი ჩინოვნიკები პირიქით, სამთავრობო თვითმფრინავებს იყენებენ პირადი მიზნებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა