ჩარლზ III – მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, -­ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ ახალი „ლეიბორისტული“ მთავრობის პროგრამის წარდგენისას, განაცხადა.
„ჩემი მთავრობა შეეცდება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები გადატვირთოს და ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იმუშაოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ.
ასევე, ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კირ სტარმერის მეთაურობით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მიმართ მისი ერთგულება ურყევი დარჩება.
„ჩემი მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება