“გიორგი გაბუნიას ინტერივიუს ვუსმინე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. გიორგიზე არ ვისაუბრებ, რადგან ისედაც ბევრჯერ მითქვას მისთვის პირადად და ღიად ტვ ეთერშიც, რომ საინტერესო პიროვნება და ინტელექტუალური ადამიანი და პროფესიონალი ჟურნალისტია, ამ ინტერვიუშიც ასეთი იყო.
რაც შეეხება ქ.ნ პრეზიდენტს, ბევრი საინტერესო პასაჟი ჰქონდა ინტერვიუში გასათვალისწინებელი, მაგრამ ერთმა ფრაზამ ყური მომჭრა: ”მე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ” -აი ამ ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ობიექტურობა მოითხოვს მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომ: არა ქალბატონო სალომე, არ ხართ 2018 წელს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, არამედ “ოცნების” მიერ არჩეული ხართ და მაშინაც ასე გააყალბა ამ ოლიგარქის ხელისუფლებამ არჩევნები, უბრალოდ მაშინ თქვენ არ გაწყობდათ ამ გაყალბების დანახვა და არც ახლა აღიარებთ სიმართლეს, რადგან თქვენ მაშინ უნდა გამხდარიყავით პრეზიდენტი!
დიახ, გააყალბეს მაშინაც ხალხის ხმები!!
მე შემეძლო ეს სტატუსი არ დამედო და არ მომემართა, (მე “წამგებიანად-მომგებიანად” არ ვცხოვრობ და მიმაჩნია რომ ორმაგი სტანდარტი და სიმართლის არ თქმა არის სწორედ ამ ქვეყნის ებედურება) მაგრამ მოგმართავთ იმიტომ, რომ თუ გინდათ გენდოთ და ნდობა დაიბრუნოთ ხალხის, უნდა თქვათ სიმართლე, ყველას გვახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბილბორდებზე (თქვენს გამო) გამოჭიმული ოლიგარქი ივანიშვილი და “სხვანი”, ასე რომ ჩემი გულწრფელი რჩევაა, ობიექტური სიმართლე თქვათ, თქვათ რომ 2018 წელსაც გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, თორემ ასე ტყუილ-მართლის მოსმენას, რომელსაც თავს გვახვევთ, ამ ტყუილ -მართლით ნდობას ვერ დაიმსახურებთ! ანუ რას ამბობთ და ამტკიცებთ, რომ მხოლოდ ეს არჩევნები- 2024 წლის არჩევნები გააყალბა ოცნების ხელისუფლებამ?? და სხვა არჩევნები, როცა თქვენ გირჩევდნენ პრეზიდენტად, მაშინ 2018 -ში არა??უხერხულია!!
ის იყო მომეწონა თქვენი საუბარი და ჰოი საოცრებავ ….. აკი თითქოს ახალ გზას დაადექით და გამიხარდა კიდევაც და…..ვფიქრობ ახალი გზა მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს!!
გამიხარდება თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას !
და კიდევ:
ეს “მურუსიძის” სასამართლო, მხოლოდ ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად არის ობიექტური?? სხვა შემთხვევაში “ოლიგარქის ჯიბის” არის?
ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც მეტად ობიექტური რომ იყოთ უფრო წაადგებოდა საქმეს!
თამარ ჩარკვიანი 2024 წლის 24 ნოემბერი” – წერს პარტია “კანონი და სამართალი” – ს ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.