,, ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

,, ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ექს–პრეზიდენტ ს შეწყალების თაობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:
“მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არც ერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა”. ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, “მაგრამ” არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
“არ ყოფილა , არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში