სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა:
,,გთავაზობთ ესეთ კამპანიას, ვისაც ვინ გვახსოვს ჩამოვწეროთ და გავავრცელოთ იმ კანონდამრღვევი ნაცების სია რომლებიც 2012 წლის არჩევნების მერე დააწინაურა ქართულმა ოცნებამ.
ჩემი პროკურორებით დავიწყებ ვინც უნდა დასჯილიყო მაგრამ დაწინაურდნენ. დასჯილიყვნენ იმიტომ, რომ ვარ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული პოლიტიკური პატიმარი, და ჩემი უკანონოდ ციხეში გამშვები უნდა დაესაჯა ხელისუფლებას, ასევე ვარ პარლამენტის მიერ აღიარებული პოლიტიკური და სინდისის პატიმარი.
1. დავით ხიზანაიძე, პროკურორი, დაწინაურდა 2012 წლის შემდეგ. ისანი სამგორის მთავარი პროკურორია ეხლა როგორც ვიცი.
2. გიორგი მიქაია, ჩემი საქმის პროკურორის, დავით ხიზანაიძის დამხმარე გახლდათ, ეხლა არის ქალაქ რუსთავის მთავარი პროკურორი. დაწინაურდა 2012 წლის შემდგომ.
3. 32 პატრულის თანამშრომელი, რომელთა ჩვენების საფუძველზეც ალეკო ელისაშვილის ჩვენებასთან ერთად მოხდა ჩვენთვის 4.5 წლის მოსჯა. ერთ ერთი დავით მოხვაშია, ჩემი უბნელი, მეტსახელად ლობიო, ყველა დაწინაურებულია 2012 წლის შემდეგ.
4. ამბროსა – გვარი არ ვიცი, ქსნის ზონის ჯალათი ციხის თანამშრომელი, დაწინაურდა და გადაიყვანეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში სამუშაოდ.
5. ნანა მაღრაძე ქსნის ზონის მთავარი ექიმი, დაწინაურდა და გადაიყვანეს გლდანის ციხის მთავარ ექიმად, დღემდე მუშაობს თუარ ვცდები.
6. ლიდორა – გვარი არ ვიცი, ნახალოვკელია, მუშაობდა ქსნის ძველ ზონაში, კარცერებში გადაჰყავდა პატიმრები უმიზეზოდ და აგინებდა. ქსნის ახალ ზონაზე გადაიყვანეს 2012 წლის შემდეგ.
7. გაგა მკურნალიძე, დღემდე არ მიუციათ პასუხისგებაში, მეტიც როგორც გავიგე დიდ დიღომში კორპუსებს აშენებს და ბიზნესებშია ჩართული.
8. ვანო ზარდიაშვილი – მიშას დროს სასამართლოს ადმინისტრაციას ხელმძშრვანელობდა და სასამართლოს ბადრაგებზე ახდენდა ზეწოლას, მათგან მოითხოვდა შეეწყვიტათ სოლიდარობის გამოხატვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ, ოცნების დეპუტატი იყო წლები და ეხლა გადაიყვანეს საჯარო სამსახურში რამოდენიმე წელია და აქვს პრეზიდენტზე და დეპუტატებზე მეტი ხელფასი.
9. გრიგოლ ბესელია – მიშას დროს იყო ერთ ერთი შსს-ს მაღალჩინოსანი, 2012 ში არჩევნების დროს ძალიან ცუდად იქცეოდა როგორც მიყვებიან ის ადამიანები ვიბც მაშინ რეჟიმს ებრძოდა, დღეს მთელი სამეგრელოს შსს აბარია.
10. გიორგი სამუშია ზუგდიდის პოლიციელი და ზაზა კვარაცხელია რომლებმაც ზუგდიდის პოლიციის შენობაში სკამზე დაბმული მაწამეს, არცერთი არაა დაკავებული, და მაგათი 15 თანამშრომელი კიდე. სადაა სამართალი?
11. სამეგრელოში ყველა სტრუქტურა სავსეა დამნაშავე წინა ხელისუფლების გადმონაშთებით. ჩამოთვლაც არ ღირს იმდენი არიან
ეს მცირე სიაა ვინც უცებ გამახსენდა.
გამოვაქვეყნოთ ეს სიები და ამის მერე დათვალონ აქციაზე უფრო ბევრი ნაცია თუ ხელისუფლებაში !
ლევან მურუსიძის მადლი გფარავდეთ ძალადობის გამპრავებლებო…”