ჩამოვშორდით სარესტორნო ბიზნესს, ამ ეტაპზე ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს – „მალონგო“

საქართველოში ფრანგული ყავის ბრენდის „მალონგოს“ ოფიციალურმა წარმომადგენლობამ აბაშიძეზე არსებული ყავის მაღაზია დახურა, როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა ელენე ჯგერენაიამ უთხრა მიზეზი მაღაზიაში არსებული რესტორნის და ყავის დისტრიბუციის გამიჯვნა იყო,
„მაღაზიაში განთავსებული იყო რესტორანი, გადავწყვიტეთ გაგვემიჯნა დისტრიბუცია და რესტორანი და ჩამოვშორდით სარესტორნო ბიზნესს და დავიტოვეთ საცალო და b2b დისტრიბუცია.
ამ ეტაპზე ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს, მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის ყიდვა, თუმცა მალე ვაპირებთ ფიზიკური მაღაზიის გახსნასაც და მალე ამ სიახლესაც შევატყობინებთ ჩვენ მომხმარებელს.“- აღნიშნა ელენე ჯგერენაიამ.
„მალონგო „ საქართველოში ორი წლის წინ შემოვიდა, როგორც ჯგერენაია აღნიშნავს, მოლოდინები გამართლდა და საქართველოში „მალონგო“ ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოლოდინები რაც იყო გამართლდა, დაინტერესება ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან მრავალფეროვან პროდუქტს და რაც მთავარია ბიოს, საკმაოდ დიდია ინტერესი, ვთანამშრომლობთ ისეთ დიდ კომპანიებთან როგორც არის ბილტმორი, პულმანი, რესპუბლიკა, ფუნიკულიორის კომპლექსი და ა.შ. გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებს აქვთ ინტერესი ჩვენი ბრენდის მიმართ, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდა.“- აღნიშნა ელენე ჯგერენაიამ.