ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი – მიმართვა იუნესკოს

ხელოვანები და აქტივისტები იუნესკოს მოუწოდებენ, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას. წერილს, რომელიც თათია მექვაბიშვილმა, ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ და ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა პარიზის იუნესკოს სათავო ოფისში შეიტანეს, 500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს დართული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და რუსული კანონის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამ სტატუსს არ იმსახურებს.
განცხადებაში ისცი დაზუსტებულია, რომ ბოლქვაძე დუმს გელათის განადგურებაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
“დღეს, როდესაც ში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, ცირა ელისაშვილი, ხაზს უსვამს იმას, რომ ელისო ბოლქვაძის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ხელისუფლება სადამსჯელო პოლიტიკას ახორციელებს.