ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედია ფორუმზე“ განაცხადა.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.
„სამწუხაროდ, რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია, ვიცით რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან რა მოხდა.
კითხვაა – რატომ არ შვებიან იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი იზამდა? ჩვენი თხოვნები და მოთხოვნები სრულიად ბუნებრივია – აღიარონ ამ ინციდენტისთვის ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, და კომპენსაცია გადაუხადონ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს და „აზერბაიჯანის ავიხაზებს” დაკარგული თვითმფრინავის ასანაზღაურებლად…
ამას არ დავივიწყებთ. რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. [ში რუსების მიერ 2014 წელს ჩამოგდებულ] მალაიზიურ „ბიონგს” 10 წელზე მეტი დასჭირდა. ასე რომ, მოვიცდით 10 წელი, მაგრამ სამართალი მიღწეულ უნდა იქნას,” – განაცხად ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე პასუხი გასცა კითხვაზე, თუ რისი რჩევა შეუძლია უკრაინისთვის ადა უკრაინელებისთვის.
„ოდესღაც მქონდა შესაძლებლობა მეპასუხა უკრაინის წარმომადგენლისთვის ერთ-ერთ ღინისძიებაზე რამდენიმე წლის წინ და დაახლოებით იგივე კითხვა იყო. ჩემი პასუხი იმისგან განსხვავებული არ იქნება და ვფიქრობ, ეს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებსაც ემთხვევა – არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს მთავარი რჩევაა…
იმას რომ დავუბრუნდეთ, რაც ვთქვი – არასდროს დანებდეთ და არასდროს არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – განაცხადა ალიევმა.
ipn.ge