„ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ – დავით ქაცარავას კომენტარი

„ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ – დავით ქაცარავას კომენტარი
14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია:

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ზედა ყბის ძვლები. გაკეთდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ალბათ ორი-სამი დღე დარჩება სტაციონარში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“

დავით ქაცარავას დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.

აი რა კომენტარი გააკეთა დავით ქაცარავამ:

„თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ასევე ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ოპერაციის შედეგად „პლასტინა“ ჩამიდგეს“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა