ჩაკვეტაძის 66 წუთი – “უოტფორდმა” ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

ჩემპიონშიფის ოცდამეცხრამეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლესტერთან“ ქულები გაიყო – 0:0.
მასპინძელთა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძემ 66-ე წუთამდე ითამაშა, საბა გოგლიჩიძე კი ტრავმირებულია.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.5, Flashscore 6.5.
„უოტფორდი“ 56 ქულით მეცხრე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და შემდეგ მატჩს 3 აპრილს, ლონდონში „ქუინზ პარკთან“ გამართავს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი – ლესტერი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: დაკა (41, ლესტერი)