ჩემპიონშიფის ოცდამეთოთხმეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლუთონი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ ედო კაიემბეს გაატანინა. ჩაკვეტაძე 90+6-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: whoscored 7.6, flashscore 7.6, sofascore 7.3.
ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 32 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და 1-ელ მარტს სტუმრად „სტოკს“ შეხვდება.
უოტფორდი – ლუთონი 2:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (11, პენ), 2:0 კაიემბე (23)
