ჩაკვეტაძის “უოტფორდი” ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, ერთხელ გატანა მეკარე მაიკლ კუპერმა არ დაანება, აგრეთვე რამდენიმე სახიფათო გადაცემა გააკეთა, რომლებიც პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს – შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 6.9, whoscored 6.8.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს ლონდონში „ფულჰემთან“ გამართავს.
უოტფორდი – შეფილდ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 ჰამერი (13), 1:1 ნგაკია (20),
1:2 ბრუკსი (53)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში