ჩაკვეტაძის საგოლე პასი და “უოტფორდის” მორიგი მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ნორვიჩთან“ 2:4 დამარცხდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მათი კარი რაიოვიჩმა დალაშქრა. 71-ე წუთზე ასპრილიამ ანგარიში გაათანაბრა, რომელსაც პასი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. გიორგი მაშინვე შეცვალეს, „ნორვიჩმა“ კი დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.8, whoscored 6.5.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ბოლო 7 მატჩში არ მოუგია, 41 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 17 თებერვალს გასვლაზე „როტერჰემს“ დაუპირისპირდება.
ნორვიჩი – უოტფორდი 4:2
გოლები: 1:0 ბარნსი (20),2:0 სარჯენტი (28), 2:1 რაიოვიჩი (42), ასპრილია (71), 3:2 სარა (77), 4:2 ფასნაჰტი (82)
გამოუყენებელი პენალტი: სარჯენტი (28, ნორვიჩი)