ჩაკვეტაძის მეექვსე საგოლე პასი – “უოტფორდმა” ისევ წააგო

ჩემპიონშიფის ოცდამეხუთე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 24 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ შეუცვლელელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – ანალიტიკური საიტების შეფასებით ის თავის გუნდში საუკეთესო იყო: sofascore 8.2, whoscored 7.7, flashscore 7.4.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 4 იანვარს „შეფილდ იუნაიტედს“ მიიღებს.
ქუინზ პარკი – უოტფორდი 3:1
გოლები:
1:0 ფრაი (5), 2:0 დანი (37), 2:1 ბაა (55), 3:1 ფილდი (56)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში