ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გოლის ცეკვით აღნიშვნისთვის გააძევეს

ჩემპიონშიფის ოცდამესამე ტურში “უოტფორდმა” სახლში “პორტსმუთი” 90+5-ე წუთზე როკო ვატას გოლით 2:1 დაამარცხა და მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კვადვო ბაა გააძევეს.
ბაამ გოლი Fortnite-ს თამაშიდან ცეკვა Take the L-ით აღნიშნა. მან შუბლზე თითები მიიდო და L გამოსახა, რაც წაგებულის დაცინვად მიიჩნევა.
ამას სტუმართა გუნდის უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც მოედანზე შევარდნენ და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. მსაჯმა ჯეფ ილტრინგემმა ბაას ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც ამ მატჩში მისთვის მეორე იყო და გააძევა.
“პორტსმუთთან” გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.