“ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ” – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ინგლისის ჩემპიონშიპის 22-ე ტურის მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი 20 დეკემბერს საშინაო არენაზე “სტოკს” დაუხვდება, ქართველ ლეგიონერ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
როგორც კლუბის დამრიგებელმა აღნიშნა, ჩვენებურს საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად დრო დასჭირდება. მანვე გიორგისთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევაზეც გააკეთა განმარტება.
“გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს და საუკეთესო დონე გამოავლინოს. ჩვენ ეს ვიცით, მის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება და ეს გუნდს შემდეგ თამაშებში დაეხმარება.
ჩემი აზრით, გიორგისთვის საუკეთესო პოზიციაა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან უტევს და მისთვის იდეალურად სწორედ ამას განვიხილავ. როდესაც შემადგენლობას ირჩევ, ბალანსი უნდა იპოვო არა მხოლოდ ერთი მოთამაშის, არამედ ყველას მახასიათებლების ცოდნით”, – თქვა გრასიამ.
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს – გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? – “უოტფორდის” მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია – მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
“ლიდსი” მწვრთნელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიცვლის – გრასიას სამსახური სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” და “ვრექსჰემმა” ქულები გაიყვეს
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა – “უოტფორდის” ქომაგები ამას არ ელოდნენ
ჩაკვეტაძის “უოტფორდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
“დიდი სემი” დაბრუნდა – ელერდაისს “ლიდსის” გადარჩენა დაავალეს
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ