მოგეხსენებათ, ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, “ვალენსიამ” ქართველი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენასთან დაკავშირებით ღია სურვილი გამოთქვა და “უოტფორდთან” მოლაპარაკებები არათუ დაიწყო, არამედ დასასრულისკენ მიდის.
გიორგი ჩაკვეტაძე მთელი სეზონის განმავლობაში წინ ძალიან ღირებული მოთამაშე გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ქართველი, ასევე მთლიანად გუნდი შედეგიანი მოქმედებებით მოიკოჭლებდა, ჩაკვეტაძის კრეატიულობა და მარგი ქმედებიანობა თვალთახედვის არედან არავის გამორჩენია. “უოტფორდის” სათამაშო მდგომარეობისთვის ახლა მეტად სამწუხარო გარემოება ის გახლავთ, რომ ქართველი ტრავმის გამო რამდენიმე ხანს იუქმებს, მაგრამ, ხელი ამან შესაძლოა საქართველოს ნაკრების წევრის ჰერტფორდშირში დარჩენის ამბავს შეუწყოს.
ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა Sky Sports-ის ჟურნალისტმა დონ გუდმანმა:
“დიახ, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ალბათ, “ვალენსიას” თავკაცმა კარლოს კორბერანმაც ის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” მუშაობისას შენიშნა.
ვფიქრობ, რადგან “უოტფორდის” მფლობელმა ჟინო პოცომ თქვა, რომ მათ ცოტა მეტი მუშაობა მართებთ, რათა პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები არ უნდა გაყიდონ. მით უფრო, ჩაკვეტაძისნაირი ფეხბურთელი, რომელმაც, განსაკუთრებით, გასულ სეზონში დაგვანახა, თუ რამდენად შემქმნელია ის.
მას გოლების გატანის მხრივ, ისევე, როგორც, დანარჩენ გუნდს, პრობლემა ჰქონდა, მაგრამ “შავ-ყვითლებმა” ამჟამად რამდენიმე კარგი ფორვარდი დაიმატეს…
ასე რომ, პირადად მე მას აუცილებლად შევინარჩუნებდი, რითიც “უოტფორდს” პრემიერ ლიგაში დაბრუნების ამბიცია გაეზრდებოდა.”
გიორგი ჩაკვეტაძემ წინა სეზონში ჩემპიონშიპის ეგიდით ორი გოლი მიითვალა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა, მომენტების შექმნის მაჩვენებლით კი დივიზიონში ერთ-ერთი მოწინავე იყო.
ჩაკვეტაძე რომ ესპანეთისკენ მიილტივის, ეს ლოგიკურია: გიორგი 26 წლისაა და მას სურს ფეხბურთის უფრო დიდ სცენაზე ითამაშოს, როდესაც ის ფორმის პიკშია.
ისევ ტავოლიერის დავიმოწმებ და შეგახსენებთ, რომ “ვალენსიასა” და ჩაკვეტაძეს შორის ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა, ქართველის ინგლისიდან გადაბარგების ამბავი მისი ამ ტრავმის გამო ნაკლებრეალურია.
“მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია” – დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] სეზონი გოლით გახსნა – მიქაუტაძემ “ლანსს” გაუტანა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
“ვალენსია” ჩაკვეტაძის ტრანსფერზე “უოტფორდს” დაუკავშირდა
“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
გადადის ჩაკვეტაძე “ვალენსიაში”? – მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
ოფიციალურად: მამარდაშვილს “ლივერპულის” მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
“დრო არ ითმენს – “ვალენსიას” ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება” – ესპანური მედია
ჩაკვეტაძის გარეშე – “უოტფორდმა” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
“უოტფორდი” ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი – ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
ჩაკვეტაძის გარეშე – “უოტფორდმა” სეზონი წაგებით დაიწყო
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
