ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელი გადააყენეს – “უოტფორდს” ახალი თავკაცი ჰყავს

“უოტფორდის” საიტი იტყობინება, რომ “კოვენტრისთან” 1:2 მარცხის შემდეგ, მწვრთნელს ვალერიენ ისმაელს კონტრაქტი გაუწყვიტეს:
“უოტფორდი” მადლობას უხდის ისმაელს თანამშრომლობისა და საქმისადმი ერთგულებისათვის, თუმცა კლუბის მმართველობას მიაჩნია, რომ ახლა შედეგების გასაუმჯობესებლად ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ისმაელს დროებით 34 წლის ტომ კლევერლი შეცვლის. ის წარსულში “მანჩესტერის”, “ლესტერის”, “უიგანის”, “ასტონ ვილას” და “ევერტონის” ნახევარმცველი იყო, კარიერა კი 2023 წელს “უოტფორდში” დაასრულა. მას ინგლისის ნაკრებში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
თამაშზე თავის დანებების შემდეგ ის “უოტფორდში” 18-წლამდელთა გუნდში და კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში