ჩაკვეტაძის გოლმა “უოტფორდი” სახლში “კარდიფ სიტისთან” მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

ჩემპიონშიფის ოცდამეოთხე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა, რომელიც აქამდე ბოლოსწინა, ოცდამესამე პოზიციაზე იმყოფებოდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 23 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. დღევანდელ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore. 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.7.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და 1-ელ იანვარს ლონდონში „ქუინზ პარკს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – კარდიფ სიტი 1:2
გოლები: 0:1 რობინსონი (1), 1:1 ჩაკვეტაძე (38),
1:2 რობინსონი (45)