ჩაკვეტაძის “აკიდებული” პენალტი და “უოტფორდის” მარცხი ლიდერთან [VIDEO]

ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში ლიდერ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, მეათე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი წააქცია და სტუმრები პენალტით პატსონ დაკამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „უოტფორდის“ კარი რიკარდო კარვალიომ დალაშქრა, თუმცა მალე ემანუელ დენისმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, whoscored 5.9, flashscore 5.8.
„უოტფორდმა” ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 41 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 13
თებერვალს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 დაკა (11, პენ), 0:2 რიკარდო პერეირა (55), 1:2 დენისი (63)
მსოფლიო დონის ფეხბურთელი ერთი გვყავს მხოლოდ,კვარა.დანარჩენები ყველა ერთი დონისაა პლიუს-მინუს…ჩაკვეტაძე იყო უმაღლესი დონე,მაგრამ ტრავმის მერე ის იქცა საშუალო დონის ფეხბურთელად და ისეთი პირი უჩანს,რომ ის ამ დონეს უკვე ვერ გასცდება.
ჩვენც რეალობა უნდა ვაღიაროთ,მარტო კვარათი მწვერვალებს ვერ დავიპყრობთ.ლუქსემბურგსაც რომ მოვუგოთ,როგორ წარმოგიდგენიათ საბერძნეთის ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდის დამარცხება??? მე ვერ წარმომიდგენია,თან ამ მწვრთნელობის მოსწავლე სანიოლის ხელში.