ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” როგორც იქნა მოიგო

ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „როტერჰემს“ 1:0 სძლია.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში sofascore-მა 6.7 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, flashscore-მა კი 6.4-ით.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 24 თებერვალს „ჰადერსფილდს“ უმასპინძლებს.
როტერჰემი – უოტფორდი 0:1
გოლი: ასპრილია (58)