ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდის” უგოლო ფრე “პრესტონთან”

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში “უოტფორდისა” და “პრესტონის” მატჩი 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.4, whoscored 6.2.
“უოტფორდი” მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
„უოტფორდი“ 51 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს გასვლაზე „იფსვიჩთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი – პრესტონი 0:0