ჩაკვეტაძე “უოტფორდში” საუკეთესო იყო – მისმა გუნდმა ისევ წააგო

ჩემპიონშიფის ოცდამეცხრე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.6, whoscored 7.0, flashscore 6.9.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, 41 ქულით მეცხრე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.
კოვენტრი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 ტორპი (32), 2:0 ტორპი (75), 2:1 კიტჩინგი (82, საკ. კარში)