ჩაკვეტაძე ტრავმის გამო “მილუოლთან” ვერ თამაშობს

ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „მილუოლთან“ 41-ე წუთზე 0:1 მარცხდება. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
“უოტფორდის” მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო და ტკივილს გრძნობს. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი სერიოზულად არ დაშავებულა, რადგან ისმაელის თქმით, არ გარისკეს და ამიტომ არ შეიყვანეს განაცხადში.
საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგომას და ჩვენი გუნდის დახმარებას შეძლებს.
Luqsemburgtan 2taims mainc ver itamashebs da marcxenaze witaishvili mainc shevides maqamde formashi.neta yvela jamrtelad mivides maqamde.es kvernadzec ver moixoda, tyuilad adarebdnen kvaras.