ჩაკვეტაძე “საუთჰემპტონთან” მატჩში სასტარტოშია

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაშია.
პირველი შეხვედრა „ვიკარიჯ როუდზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.